ჩემი მიზანია შევქმნა ისეთი სასწავლო გარემო, სადაც ყველა მოსწავლე მოტივირებული და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იქნება ჩაბმული. ვცდილობ მუდმივად ვიზრუნო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე და შემდგომ მის შენარჩუნებაზე. ამიტომაც ჩემი გაკვეთილების უმრავლესობა ინტერაქციული ხასიათისაა. მნიშვნელობას ვანიჭებ თანამშრომლობით სწავლებას. ვაკვირდები წარმატებულ მეთოდებს და ვაანალიზებ მათ. აგრეთვე გავეცნობი დამატებით სამეცნიერო და პედაგოგიურ ლიტერატურას ამ კუთხით. ვაწარმოებ თვითდაკვირვებას, ჩავწერ ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და მოვახდენ ფოკუსირებულ დაკვირვებას მოსწავლეთა ჩართულობაზე. ვცდილობ მოსწავლეებს შევუქმნა ისეთი სასწავლო გარემო, სადაც მათ შეეძლებათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა, გათვალისწინებული იქნება მათი ინტერესები და ღირებულებები. სასწავლო პროცესში ვარ აქტიური მსმენელი. ვუსმენ და ვიზიარებ საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვებს. ყურადღებას ვაქცევ მოსწავლის არავერბალურ კომუნიკაციას. ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად პრობლემები მაინც არსებობს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პრაქტიკა საჭიროებს ეფექტური მიმართულებით დახვეწას.
No comments:
New comments are not allowed.