სილაბუსი










სასწავლო კურსის მიზანი
დრო და სივრცე
სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
გარემო და ეკონომიკა
ადამიანი და საზოგადოება
კულტურა და რელიგია
ისტ.VII.1.
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VII.3.
მოსწავლეს სეუძლია დაახასიათოს და შეადაროს შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში
ისტ.VII..5.
მოსწავლეს შეუძლია ახსნას,თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნების განვითარებაზე.
ისტ.VII.7.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები
ისტ.VII.9.
მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში
ისტ.VII.2.მოსწავლეს შეუზლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
ისტ.VII.4.
მოსწავლეს შუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე  ქვეყნის ისტორიაში.
ისტ.VII.6.
მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.
ისტ.VII.8.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვავოს ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.
ისტ.VII.10.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
მიმართულება: დრო და სივრცე
ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
            შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·                              ისტორიულ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური ტანამიმდევრობით,                         აკავშირებს ისტორიულ ფაქტებს ძველი და ახალი წელტაღრიცხვის სისტემასტთან.
·         ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის ხაზზე აღნიშნავს ისტორიულ თარიღებს ან ისტორიულ პერიოდებს.
·         ასახელებს საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც კონკრეტული თარიღი მიეკუთვნება.
·         ადგენს ცხრილს სახელმძღვანელოში არსებულ თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თარიღებს ალაგებს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით და მიაკუთვნებს მას შესაბამის ისტორიულ ეპოქას.  
                ისტ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარიასა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსაწავლე:
·         შესაბამისი ეპოქის  ისტორიულ რუკაზე შემოხაზავს ცალკეული სახელმწიფოების საზღვრებს და აჩვენებს მათ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრებს.
·         რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მსოფლიოს ნიშვნელოვანი ქვეყნებისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მდებარეობას.
·         იყენებს პოლიტიკურ რუკას და განმარტავს პირობით ნიშნებს,რომლებითაც ხდება ტერიტორიებისა და პოლიტიკურ-კულტურული ცენტრების აღნიშვნა.
·         რუკის დახმარებით მსჯელობს მსოფლიო ისტორიის ძირითდ მოვლენებზე.
·         კონტურულ რუკაზე დაიტანს ინფორმაციას სხვადასხვა ეპოქის პოლიტიკური   კულტურული ისტორიის შესახებ.      
მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
ისტ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასახვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფო მმართველობის ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სხვადასხვა ისტორიული ეპოქის მაგალითებზე დაყრდნობით ახასიათებს სახელმწიფო მმართველობის ფორმებს.
·         ადარებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა  ფორმას  ერთ ეპოქაში და მსჯელობს მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებზე.
ისტ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
შედეგი თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე:
·         ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს ისტორიისთვის, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ ან ხუთ პოლიტიკურ მოღვაწეს და კლასის წინაშე საუბრობს მისი არჩევანის მიზეზებზე.
·         მოიპოვებს ინფორმაციას ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწის შესახებ და წერს თემას, რომელშიც საუბრობს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე.
·         ცხრილის საშუალებით აჯგუფებს ორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოღვაწის მოტივაციას და მიზნებს.
·         ადარებს ორ წყაროს, რომლებიც განსხვავებულად აფასებენ ერთი და იმავე ისტორიული პიროვნების მოღვაწეობას. გამოთქვამს მოსაზრებას ამ განსხვავებული ინტერპრეტაციის მიზეზებთან დაკავშირებით.
·         მასწავლებლის დახმარებით ებმება როლურ თამაშში თანაკლასელებთან ერთად და მჯელობს  საკლასო დადგმაში გადმოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ.

მიმართულება: გარემო და ეკონომიკა
ისტ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენსბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებისა და მეურნეობის განვითარებაზე.
           შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსაწავლე: 
·         აკვირდება არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ( სახელმძღვანელოში ან ინტერნეტში მოძიებულ )მასალას და პასუხობს შეკითხვას- რა საქმიანობას ეწეოდა ხალხი, რომელსაც ეს(ნივთები)  სამოსახლო ეკუთვნოდა.
·         დანსაზღვრავს დასახლების ტიოებს და მსჟელობს კონკრეტული ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოშიმოსახლეობის განსახლების კულტურულ და სამეურნეო თავისებურებებზე
·         კლასში ჯგუფური მუშაობისას ფოტოსურატების ან ვიდეო მასალის საშუალებით ადარებს სხვადასხვა ისტორიულ- გეოგრაფიულ გარემოში არსებულ ორ სამოსახლოს და ადენს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებას.(მასალა, არქიტექტურა).

               ისტ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია სახვადასხვა ისტორიულ პროცესებზე  მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის გააზრება.
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კლასში ჯგუფური მუსაობისა ირჩევს ორ განსხვავებული სოციალური სტრუქტურის საზოგადოებას. ადარებს მათ ზნე- ჩვეულებებსა და ტრადიციებს(მაგ.:მომთაბარე და სამიწათმოქმედო საზოგადოება, ბარისა და მთის მოსახლეობა).
·         წყაროებისა და ლიტერატურის მოშველიებით  მოიძიებს ამა თუ იმ ქვეყნის მცხოვრებთა ყოფისა და ტრადიციების  შესახებ, ადარებს მათ ერთმანეთს.
·         წერს პატარა თემას,რომელშიც ერთმანეთს ადარებს ერთი და იმავე სოციალური ფენის წარმომადგენლებს ორ სხვადასხვა ეპოქაში( მაგ: მიწათმოქმედი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში).
·         ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისას დროის შკალაზე აღნიშნავს სამ ან ოთხ იდეას( არმოჩენას), რომლებმაც, მისი აზრით, გამოიწვიეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკაში უძველესი დროიდან დღემდე და კლასის წინაშე ასაბუთებს თავის ან ჯგუფის არჩევანს.
მიმართულება ადამიანი და საზოგადოება
       ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ამა თუ იმ ეპოქის ნივთიერი კულტურის ამსახველი მასალის (სახელმძღვანელოში მოცემული ან დამატებით მოძიებული) საფუძველზე გამოყოფს ნივთებს, რომლებიც მოწმობენ შესაბამისი ეპოქის სოციალურ დიფეფენციაზე. ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
·         ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური  მუშაობისას ცხრილის მეშვეობით აჯგუფებს სხვადასხვა ცივილიზაციისთვის მიკუთვნებულ საზოგადოებებს და ამ საზოგადოებებში იძულებიტი შრომის სხვადასხვა ფორმებს, მსჯელობ, როგორც წარსულში, ასევე თანამედროვე მსოფლიოში იძულებითი შრომის არსებობის მიზეზებზე.
·         ირჩევს სხვადასხვა პერიოდის საზოგადოების ერთ-ერთ  სოციალურ  ფენას და წერილობით აღწერს ამ ფენის წარმომადგენლის ყოველდღიურ ცხოვრებას.(მაგ:გლეხი შუა საუკუნეების ევროპაში, მონა რომის რესპუბლიკაში, ქშატრია ძველ ინდოეთში.)
·         მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული ეპოქიდან ასახელებს წარმატებულისტორიულ პირებს, განსაზღვრავს მათ სოციალურ სტატუსს( მაგ: მეფე, ვაჭარი,მონადირე, ბანკირი, მიწათმფლობელი,პრეზიდენტი, მეცნიერი და ა.შ.) აყალიბებს მათი წარმატებულობის მიზეზებს.
·         რომელიმე ქვეყნის მაგალითზე ადარებს მოსწავლეთა ცხოვრებას ორ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში.

     ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა , კანონი და ტრადიცია განასხავოს ამა თუ იმ ეპოქისადმი მისი კუთვნილების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსაწავლე:
·         კლასში ჯგუფური მუსაობისას ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ეპოქის ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობას(მაგ: ხამურაბის კანონები და რომაული კანონმდებლობა, შარიათი და ქრისტიანული კანონიკური სამართალი)
·         შეუძლია განასხვაოს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის დამახასიათებელი ეტიკეტი და ქცევის წესები.
·         ერთმანეთს ადარებს ბავშვთა კანონიერ უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს თანამედროვე საქართველოსა და მის მიერ შერჩეულ რომელიმე ქვეყანაში.
·         საკუთარი დაკვირვებიდან გამომდინარე მსჯელობს, თუ რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და პიროვნებას დაუსჯელობა კანონის დარღვევისათვის
·         უფროსკლასელების გამოცდილების გათვალისწინებით თანაკლასელებთან ერთად შეიმუშავებს საკუთარი კლასის კონსტიტუციას. ადარებს მას რომელიმე ისტორიული ეპოქის სასწავლებლების წესებს

      მიმართულება კულტურა და რელიგია
   ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლიაგაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         სახელმძღვანელოს, დამატებითი ლიტერატურისა, თუ ვიზუალური მასალის საფუძველზე საუბრობს სხვადასხვა ეპოქის საზოგადოების რელიგიებზე.
·         ჯგუფური მუშაობისას რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ( წარსულში, დღეს)
·         კლასში დისკუსიისას მსჯელობს თუ რა გავლენას ახდენდა რელიგია ოჯხურ ყოფაზე ადრე და რა გავლენას ახდენს დღეს.
·         რუკაზე უჩვენებს რელიგიების წარმოშობის ადგილბს, გავრცელების დღევანდელ არეალებს,და ჩამოთვლის მათთან დაკაშირებულ მნიშვნელოვან საკულტო ძეგლებს,სიმბოლოებს და ტრადიციებს.
·         რომელიმე ქვეყნის კულტურისა და რელიგიის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს
     ისტ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ჩამოთვლის ცივილიზაციის ძირითად მახასიათებლებს.
·         ასახელებს განსხვავებული კულტურის საკულტო ნაგებობებსა და ადარებს მათ ერთმანეთს.
·         სახელმძღვანელოში არსებული და დამატებით მოძიებული მასალის საშუალებით ადარებს არქიტექტურის, მხატვრობისა და ლიტერატურის უმთავრეს ნიმუშებს.
·         შეუძლია იმსჯელოს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაზე სხვადასხვა ისტორიულ დროში.

No comments:

Post a Comment