Sunday, January 24, 2016

გაკვეთილის ტიპები და აქტივობები

ჩვეულებრივ, ისტორიის გაკვეთილის ოთხი ტიპი არსებობს, ისევე, როგორც ყველა სხვა საგნის.  ესენია:
1.            კომბინირებული
2.            ახალი მასალის შესწავლის
3.            განზოგადებისა და სისტემატიზაციის
4.            ცოდნის, ხერხების, ჩვევების კონტროილისა და კორექციის (ანუ მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების)
საინტერესოა, რა აქტივობები სეიძლება გამოვიყენოთ თითოეულ გაკვეთილზე?
კომბინირებულ გაკვეთილზე გამოიყენება გაკვეთილის ყველა ტიპისათვის დამახასიათებელი აქტივობები.  მათ შორის მთავარია
1.            განვლილი მასალის გამოკითხვა
2.            თხრობა ან საუბარი
3.            ახალი მასალის მიწოდება და განმტკიცება
4.            საშინაო დავბალება
ახალი მასალის შესწავლის გაკვეთილზე გამოიყენება შემდეგი აქტივობები
1.            ლექცია
2.            საუბარი
3.            თხრობა
4.            წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობა
5.            დოკუმენტზე მუშაობა
6.            ილუსტრაცია
7.            დემონსტრაცია
8.            ბარათებზე მუშაობა და სხვ.
ახალი მასალის შესწავლა ხდება არა მხოლოდ ჩვეულებრივ სასკოლო გაკვეთილზე, არამედ
·                     გაკვეთილ-ექსკურსიაზე
·                     კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებზე
·                     ისტორიის წრეში  
განზოგადებისა და სისტემატიზაციის გაკვეთილი  ტარდება პერიოდულად. მაგ: შეიძლება ჩავატაროთ 
1.            რომელიმე თემის შესწავლის შემდეგ
2.            სემესტრის ბოლოს
3.            წლის ბოლოს
4.            გამოსაშვები გამოცდების პერიოდში
ამ დროს ხდება სასწავლო მასალის გამეორება, მიღებული ცოდნის განზოგადება, განმტკიცება, სისტემაში მოყვანა. აქტივობებად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ხერხი, მათ შორის
გაკვეთილი-ექსკურსია
მიმოხილვითი-განმეორებითი ლექცია და სხვ.

ცოდნის, ხერხების, ჩვევების კონტროილისა და კორექციის (ანუ მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების) გაკვეთილზე შეიძლება გამოვიყენოთ  შემდეგი აქტივობები
1.            საუბარი
2.            მოსწავლეთა მოხსენებების მოსმენა და მათი განხილვა
3.            ბარათებზე მუშაობა
4.            ტექსტები
5.            საკონტროლო სამუშაოები
6.            ყოველი განვლილი თავის ბოლოს განვლილი მასალის გამოკითხვა

7.            შემეცნებითი თამაშები და სხ

No comments:

Post a Comment